Tuesday, October 13, 2015

14 ოქტომბერს მარრთლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს!

  ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ყრმა იესუს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვა-რთი მოუქსოვა. "ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, "წარემა-ტებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მო-ქსოვილი კვართიც, რომელსაცა "ნეტარებით შეეცვა ნა-თელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთა-ებისა". თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყო-ფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბ-ზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნი-სთვის დაღვარა მაცხოვარმა.      
   იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურ-იები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვა-ჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: "მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული. ეტყობა, მაცხოვრის ჯვარ-ცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი გან-იყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შე-გებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში "ყოველთა სასუ-რველი კვართი მხსნელისა" და მიუძინებია "თავისი დედის ძილით". ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.
   რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.
   აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფ-ალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის "ერად საზეპუროდ შემზადებაი" და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია "ამას საშინელსა მადლსა". როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, "ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარ-მოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა".
   შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვა-რთით დაწინდული "საზეპურო ერის" ქრისტესთან ქორწილისა, შე-ერთებისა... ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მე-შვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მო-საღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. წვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასო-წარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება. იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზ-ლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მას-თან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, "ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული". ასე მოგვითხრობს "სვეტიცხოვლის საკითხავი", ხოლო "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.
   ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმა ურია განუკურნავს სვეტიცხოველთან მიახლებას, შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ყრმა სეფ-ეწული ამაზასპანი დაუყენებია ფეხზე. იმხანად ერთ ურიას მხო-ლოდშობილი ძე მოჰკვდომია. ყველა სვეტიცხოველის სახილველად წასულა, მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომ-ლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ: "აღ-დეგ, მხოლოდშობილო ჩვენო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათ-ლისასა", რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. და უცებ, თითქოს გა-იღვიძაო, მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტიცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი; ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაც-ხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა: "მეცოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისგან "მელმისო გული", - მერე კი ანგელოზთ უბრძანა, ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ.
   ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტი-ცხოველთან მიახლოებას. აღტყინებისგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურ-ველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოველის მადლი...
   მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნა-წილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგ-ლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულ-დაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა - უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა - მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფემ ურიებს დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადას-ტურეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი.
   მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტიცხოველი სა-ბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მეათე საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. ტაძარი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს იგი ხელახლა აღუდგენია. ტაძარი კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შე-მოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს აღუდგენია სვეტიცხოვლის გუმბათი, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. შემოსევების გამო დაზიანებულა სვეტიცხო-ვლის ირგვლივ აშენებული გოდოლიც და იგი აღუდგენიათ 1675 წელს, კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით. გოდოლი "მოქცევაი ქა-რთლისაის" სცენებით მოუხატავს გრიგოლ გურჯვარიშვილს.
   სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მი-რონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწ-მუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მა-ცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, "საელჩო პრი-კაზში" გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პი-რუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.
   უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამ-აღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეე-პარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი "განდრეკილობდა რეცა გონებით" სვეტიც-ხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტიცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. "და-ვით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო".
   გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემ-ლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოე-ბისა" შენდობა ითხოვა ღვთისგან.
   მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობე-ლი... ვერც თემურ-ლენგი და ვერ შაჰ-თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. მხოლოდ შაჰ-აბასს გაუბედავს და უბრძანებია სვეტიცხოველის საძირკვლის გათხრა, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკრძალებით შემოუვლია გარს, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტია მი-უცია.
   რაც შეეხება შაჰის მიერ რუსეთის ხელმწიფესთან 1625 წელს გაგ-ზავნილ საჩუქარს, თითქოსდა უფლის კვართს, ეს ტილოს მოწითალო ნაჭერი ყოფილა, თითო მტკაველის სიგრძე-სიგანისა, რომელზეც თურმე ლათინური მანერით იყო გამოსახული უფლის წამების და ჯვარცმის ეპიზოდები. "ზეითგან გამოსქოილი" კვართი დანაწევრე-ბისას, ცხადია, დაიშლებოდა. ამგვარად, შეუძლებელია, შაჰის საჩუ-ქარი უფლის კვართი ყოფილიყო.
   მაშ, რა იყო ეს სიწმიდე, რომელმაც ამდენი სასწაული მოახდინა რუსეთში?
   კონსტანტინეპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. ალავერდის ტაძარში დაცული გახლდათ ქრისტეს პერანგის ერთი ნაწილი, რუსთავის ფერისცვალების ტაძარში კი ღვთისმშობლის სარტყელი. შესაძლოა, შაჰის საჩუქარი ერთი ამათგანი ყოფილიყო. ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს თეიმურაზ I 1639 წელს რუსეთის ხელმწიფისთვის გაგზავნილ წერილში.
   სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვა-რთს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხა-ლენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრ-ძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსე-ვამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულ-მოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანე-ბულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
   სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტიცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერ-დებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კა-რედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხე-ბელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
    ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავ-და "არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ".
   როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, "თავისი კვარ-თის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა" და "შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლე-სიას არღვევს". ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდე-ბოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
   ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ "ზამთრის სასტიკებისა" და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი "სახედ მოხუცებული ბერი კაცისა" ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარა-სოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიც-ხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ "შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო", - უბრძანე-ბია უფალს.
   ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგები და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტის მცდელობით იმისაც მიაღ-წიეს, რომ ეს დალოცვილი მხარე სულიერადაც და ფიზიკურადაც დაცარიელდა და გამოიფიტა. უფლის კვართის დარღვევის სურვი-ლით მათ საკუთარი სული დაარღვიეს და მომავალ თაობებს დაუ-ტოვეს იმხელა ტვირთი, რომ არ ვიცი, მისი ამწევი ოდესმე თუ და-იბადება...
   ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსა-ლიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარა-ლელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარ-დნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტიცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუ-თრებით - კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმ "საზეპურო ერად", რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტიცხოველის ძირიდან აღმოუცენებს და უწყაროებს "მირონსა, ვი-თარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა".

  ვულოცავ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს!

გეწეოდეთ მისი მადლი და ძალა! 


No comments:

Post a Comment

ძებნა...