Sunday, March 14, 2010
’’ღამე დაეშვა, აკიაფდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ისევ მარტო ვარ, სულით მარტო მიუსაფარი...
როს ვეძიებდი სულით მეგობარს გულით ცხოველით,
მაგრამ წინ შემხვდა თვალთმაქცობა შემაშფოთები...
სადაც კი წაველ და ვეძიე იქ შემხვდა ფარსი,
და მე ვერ ვპოვე გულის სწორი და სულის მსგავსი...
არა და გულს ისე უნდა ძმობილი იძმოს
და მეგობრობის, სიკეთის გრძნობა ნამდვილი იცნოს...
დავიარები და ვეძიებ გულით საოცარს
უკეთილეს და უსპეტაკეს გრძნობების ავტორს...
დავიარები და ვეძიებ, მინდა ვიპოვო...
რატომ დამტოვა მან სიზმარში სულ მარტოდ მარტო?!’’
20.03.2009 წელი.
ნ.ნ.
,, ზღვაო მღელვარევ, ზღვაო მძვინვარევ,
თითქოს მეძახის ლურჯი ტალღები,
მე ვილტვი, ვილტვი შენი ტალღისკენ
მაგრამ ბოლომდე ვერ ვიმართები...
ისე მაწყნარებს შენი ყურება,
ისე მაფიქრებს შენი ტალღები,
რომ არ გიყურო ზღვაო, ლამაზო,
შენზე ოცნებით არ ვითანგები...
მალევე მინდა მოვიდე შნთან,
მოვეალერსო მღელვარე ტალღებს
და ზღვაო ჩემო, ჩემო ძვირფასო
გავათნებდით ჩვენ ორნი ღამეს...
და ასე ბინდში მოგიყვებოდი,
თუ რა გადამხდა ცხოვრების გზაზე
შენ მომისმენდი ჩვეულ მღელვარე,
გადამისმევდი ნაპირზე ტალღებს...
ასე ლამაზი და იდუმალი
ღამე ნელ-ნელა დაგვათენდება
და მზის სხივები ლამაზ ტალღებზე
ულამაზესად აირეკლება...
და დაიწყება დილა ახალი,
გამოფხიზლდება ყველა გარშემო...
და საიდუმლო ჩვენი ღამისა
ტალღებს გაჰყვება სიცოცხლევ ჩემო.’’
02.08.2007 წელი.
ნ.ნ.
ნამდვილ სიყვარულზე
წამი
,,ჩემი ცხოვრების წამია ერთი,
რომელსაც ველი და არ მოვიდა
არ გამიბრაზდეს ნეტა მე გმერთი
რომ აგარ შემწევს დალნი შრომისა...
მინდა ყოველტვის ვიცხოვრო ლაღად,
როგორც ეს ხდება ჩემს ოცნებაში,
მინდა ყოველთვის ვუყვარდე ვინმეს
და შემოიჭრას ჩემს გონებაში...
მე ბედნიერი ცხოვრება მინდა
ზღაპრის ლამაზი დასასრულითა,
მე მინდა წამი, რომელსაც ველი...
მინდა ზღაპარი უფლისწულითა!’’
15.03.2005 წელი
ნ.ნ.