Tuesday, January 26, 2016

სრულიად საქართველოს ვულოცავ ნინოობის წმინდა დგესასწაულს! გფარავდეთ და გაგაძლიეროთ წმინდა ნინომ!

Niniko Nadirashvili-(ი)ს ფოტო.

წმინდა ნინოს
ტროპარი

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

ლოცვა წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ნინოს მიმართ სათქმელი მუხლთ მოდრეკით

მიიღე ფრიად-შვენიერებით და სიმკაცრით სულთა ჩვენთათვის, დედობრივ მოღვაწეო-ქალწულო, ნეტარო ნინო, მცირე კნინი სამადლობელი ესე ძღვენი ჩვენ გლახაკთა, უღირსთა მონათაგან წადიერებით და სიყვარულით, შენ დედოფლისა და მოღვაწისა ჩვენისად შეწირული! ყოველთა დედათა ნათესავთაგან შენ მაცხოვრად და მოღვაწედ სულთა ჩვენთათვის დაბნელებულთა და ეშმაკისა მონებისაგან ბნელისა მხსნელად ღვთისა მიერ მოწყალებად ჩვენდა მოფენილო ნათელო! ვითარ იგი უპირატეს ამისა პირველ იღვაწე ჩვენთვის მოციქულებრითა შრომითა შენითა და დედობრივითა მოწყალებითა შენითა, აწცა ნუ დააცადებ მოღვაწებასა და მეოხებასა წინაშე მეუფისა ქრისტესა, რომელი შენ გვახა-რენ ჩვენ მოციქულებრითა შრომითა შენითა და იხსნენ სულნი ჩვენნი საწყალობელნი, მონებისა მისგან ბნელისა ეშმაკისა და საცთურთაგან მისთა მრავალ ღონეთა და ტყვეობისაგან მრავალ საძაგისა მის სულთა დამაბნელებელისა ვნებისაგან გამოიტაცე გონება და სული ჩვენნი! აღსდეგ ზენაითა მით ძლიერითა შეწევ-ნითა შენითა მტერთა ჩვენთა ჩვენზედა აღდგომილთა და შეჰმუსრენ მკლავნი მათნი ბარბაროზებრივნი მრავალ ღონეობით ჩვენზედა განმარტებულნი და მოუღენ ძალი და ძლიერება მათი ყოვლად ძლიერითა ქრისტეს მეუფისა ჩვენისა უძლეველისა ძალისათა! და სრულიად უკუნ აქცევდე დედაო ტკბილო სანატრელო, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისაგან დღითი დღედ მომავალთა მომსრველთა სიმრავლეთა წარმართთასა და წარტყვენვად ჩვენ ზედა აღჭურვილთა და ვიდრე აღსრულებადმდე და აღკრებადმდე სოფლისა ამის ამაოებისა ჰგიებდე ჩვენთანა განუშორებელად, დედაო სანა-ტრელო, დედა ეგე მოწყალე შვილთა შენთა თანა, ცოდვისა ბრალთაგან განფრდილთა და ვნებისაგან ეშმაკისა ტყვექმნულთა და იღვაწე ჩვენთანა განუშორებელად ნაღვაწი შენ მიერ საღმრთო იგი მართლმადიდებლობისა ყოვლად უბიწო სარწმუნოება ცხოველსმყო-ფელითა მით მადლითა ყოვლად წმიდისა სულისა შეწევნისათა! და განსლვადმდე ცხოვრებისა ამის ჩვენისა კნინისაგან დაგვიფარენ მარადის უბიწოსა სარწმუნოებასა შინა უბიწოთა მოქალაქობითა, რათა შენ მიერითა მეოხებითა და შეწევნითა და საფარველითა შენითა მარად თაყვანისცემით მოუკლებელად ვადიდებდეთ, ყოველსა ცხოვრებასა შინა ჩვენსა, ყოველთა დამბადებელსა მეუფესა მას მეუფეთასა მაცხოვარსა ჩვენსა ქრისტესა, მამით და სულით ერთ-ღვთაებით და ერთარსებით ყოველთა არსთაგან თაყვანისცემულსა, აწ და სამარადისოდ და მომავალსა საუკუნესა, ამინ.

Friday, January 15, 2016


გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს!

 

ტროპარი:


რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა. რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელგდვა შენ. და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომელობასა. რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი:


განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა. მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.

 
„...მოუდრიკა თავი იოვანეს და ნათლისღებაჲ მონისაგან მიიღო მეუფემან; და შეურაცხისმყოფელთა მისთაგანსა არავის წინა-აღუდგებოდა, არამედ, ვითარცა უძლიერესთა, დაუმდაბლდებოდა; და არა გამოაჩინებდა გამოუთქუმელსა მას ხელმწიფებასა თვისსა, არამედ სოფლისა ამის ძლიერთა არა წინა-აღუდგებოდა; წინაშე მღდელთმოძღუართაჲსა წარდგა ვითარცა დაშჯილი; წინაშე მსაჯულისა მივიდა და საშჯელი მიიღო; და ცილისწამებათა მათ დუმილით თავს-იდებდა; ინერწყვებოდა პირი მისი, რომლისაგან ძრწიან ქერობინნი, მონათა მიერ და ყრმათა საწყალობელთა; მერმე სიკუდილსა მიეცა და სიკუდილსა ესევითარსა, რომელი კაცთა შორის ბოროტად შერაცხილ იყო და უძვირეს ყოველთა სიკუდილთა. ესრეთ წარვლო კაცებაჲ შობითგან ვიდრე აღსასრულამდე და ესევითარითა სიმდაბლითა. და უკუანაჲსკნელ გამოაჩინებს დიდებასა თვისსა, რაჲთა თვისთა თანა ადიდნეს, რომელნი-იგი მის თანა დამდაბლდეს“.
წმ. ბასილი დიდი
სიმდაბლისათვის

 
უკან






განტვირთვის დღე

მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი კინოთეატრში მულტიპლიკაციური ფილმის "კეთილი დინოზავრის" სანახავად წავედით. 




შემდგომ "მაგდონალდშიც" შევიარეთ.











ძებნა...