maqsina
ნინიკოს ბლოგი :))
Thursday, October 6, 2016
Thursday, August 18, 2016
გილოცავთ ფერიცვალების წმინდა დგესასწაულს! გფარავდეთ უფალი!
19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, როდესაც თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ.“
ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ყველა მართლადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება და ხილი იკურთხება. დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვევა, ამიტომ პატრიარქის კურთხევით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.
19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაულიდან ერთ-ერთი, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა აღესრულება.
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!
Saturday, July 2, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)