Thursday, August 18, 2016

  გილოცავთ ფერიცვალების წმინდა დგესასწაულს! გფარავდეთ უფალი!



19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, როდესაც თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ლია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ.“
ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ყველა მართლადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება ა ხილი იკურთხება. დღესასწაულ მარხვის დღეს ემთხვევა, ამიტომ პატრიარქის კურთხევით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.
19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაულიდან ერთ-ერთი, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა აღესრულება.
გილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს!


ძებნა...